"ოფლაინ ლექსიკონი", ანდროიდის აპლიკაცია, საშუალებას გაძლევთ თავად შექმნათ ნებისმიერი სახის ლექსიკონი: იქნება ეს უცხო ენის, უცხო სიტყვათა თუ სულაც ეკონომიკისა და იურიდიული ტერმინების. თქვენ შეძლებთ, თავებად დაყოთ თითეული ლექსიკონი და გამოცადოთ საკუთარი თავი ერთი ან რამდენიმე ტოპიკის სიტყვების ცოდნაში, მიიღოთ თქვენი ცოდნის ამსახველი სტატიკა და კონკრეტული თავების გადამეორების საჭიროების რჩევები. "ოფლაინ ლექსიკონი", აგრეთვე, გთავაზობთ დახმარებას თქვენ მიერ არჩეული სიტყვების დამახსოვრებაში. ის, რაღაც , თქვენ მიერ არჩეული, პერიოდულობით ამოაგდებს ფანჯარას მოწყობილობაზე, სადაც იქნება რაიმე სიტყვა თავისი განმარტებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი თავის გამოცდის საშუალება არ მოგეცემათ :)) უცხო სიტყვათა ლექსიკონის შემთხვევაში შეგეძლებათ, მოისმინოთ, როგორ გამოითქმის სიტყვა და აგრეთვე შეამოწმოთ თქვენი გამოთქმა. სიტყვების დამატება აპლიკაციაში ხმოვანადაც არის შესაძლებელი. აპლიკაციას მოყვება ზოგიერთი ლექსიკონი.(მაგალითად, beginner English)

Built With

Share this project:

Updates