ყველას თუ არა უმეტესობას ნანახი გვყავს ბავშვები, პატარა არაპროგნოზირებადი საინტერესო არსებები, გვინახავს მათი მშობლები, ძმები, დები... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ყველასთვის პრობლემად იქცნენ... დასვამენ კომპიუტერებთან, მიაწვდიან ტელეფონებს, პლანშეტებს, ჩაურთავენ შემთხვევით მულტფილმებს, ფილმებს, თამაშებს და არავინ ფიქრობს მათ ფსიქიკურ თუ ინტელექტუალურ ჯანმრთელობაზე. ნუ რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ საბოლოო ჯამში საერთო ფონი სავალალოა.
მოვიყვან ადრიენ ბროუდის ციტატას ფილმიდან "Detachment": "There should be license for parenting"...
მანქანის მართვას ჭირდება ლიცენზია, ბავშვის მეურვეობას - არა. ქალაქში მძღოლები ლიცენზიის გარეშე რომ დადიოდნენ რა მდგომარეობა იქნებოდა... წარმოიდგინეთ? აბა ახლა დაფიქრდით რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ბავშვები? (თუმცა მათ ეს არ იციან, არც მათმა მშობლებმა)...
კანონმდებლობით თუ აკრძალულია არასრულწლოვანთათვის აზარტული თამაშები მაშინ ამდენი არასრულწლოვანი რატომ თამაშობს ინტერნეტის საშუალებით? იმიტომ რომ "ორივე" მხარეს აწყობს და მარეგულირებელი არავინაა.
ნელ-ნელა მივუახლოვდი 2 საათს და ამიტომ გადავიდეთ უშუალოდ პროდუქტზე: Balto OS არის ლინუქსის დისტრო რომელიც იდეოლოგიური საფუძველია ბავშვებთან ურთიერთობის პირველი რევოლუციური ხედვა ჟან ჟაკ რუსოს - ემილიზე (რაც არ უნდა ირონიული იყოს ახალგაზრდობაში მან თავისი 4 შვილი ბავშვთა სახლში ჩააბარა და მთელი სიბერე მათ ძებნას მოახმარა, თუმცა უშედეგოდ).
მიზანი არაა მხოლოდ "ღობის" აშენება, არამედ განვითარება, განვითარება საზოგადოებისა, ინფორმაციისა და სერვისის მიწოდება. არ არსებობს ქართულ ენოვანი ღრებული რესურსები, ჩაკარგული ვართ უნივერსიტეტებში, კომპანიებში, სამთავრობო სამსახურებში და ველით სხვას რომ ჩვენი ბავშვების მომავალზე იზრუნოს, ან ჩვენსაზე ვზრუნავთ და სხვა (საქართველოს მასშტაბით) ასი ათასობით ბავშვი გვავიწყდება, მხოლოდ საკუთარი შვილის აღზრდა არ ცვლის საერთო ფონს, რადგან არა მშობლები არამედ გარემოცვა აყალიბებს ინდივიდს და მშობელთა ფინანსური თუ ენერგიული ხაჯრები საბოლოოდ ნაკლებად შედეგიანია. ცენტრალიზებული კომერციული განათლება ან წიგნების უფასოდ დარიგება და მე-13 საუკუნის სტრატეგიით სწავლება ტელეპორტია 1862 წლის იქით.
ბავშვებს მშობლებისგან დაცვა ჭირდებათ. მშობლებს კიდევ ცოდნა იმისა რაც ბუნებრივად არ გადაეცემათ თავიანთი წინაპრებისგან. ვიღაცამ უნდა დაარქვას სახელი პრობლემას და შემდეგ პირველი ნაბიჯები გადაიდგას პროგრესისკენ...
ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც მოვასწარი ქვემოთაა ნახსენები, თავიდან არ ვფიქრობდი წადგენას, რადგან მომავალ რამდენიმე თვეში მთლიანად მინდოდა განმეხორციელებინა დაგროვილი იდეები (ასევე ისინი რაც პროცესში წარმოიქმნებოდა), მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და წუხელ დავიწყე მუშაობა.
Balto OS:
"ქარხნულად" შექმნილია ორი იუზერი - Child, Parrent.
child არც ისე ჩვეულებრივი იუზერი, რომლის ჩართვისას ეშვება სკრიპტი რომელიც იღებს ჰოსტების ჩამონათვალს https სერვერიდან. ასევე მოყვება პროგრამების ძირითადი და დამატებით საგანმანათლებლო პაკეტი. ოპერაციული სისტემა შექმნილია მაქსიმალურად ფართო საზოგადოებაზე - რესურსების მინიმალური მოთხოვნილებებით.
იყო იდეა ISP ან Proxy დონეზე გაკეთებულიყო, მაგრამ დეცენტრალიზაციისა და თავისუფალი პროგრამების იდეოლოგიას მკაცრად ეწინააღმდეგება, რაც არაეთიკურია. ამიტომ ოპერაციული სისტემის დონეზე "გადავწყვიტე" ეს პრობლემა, ანუ მომხმარებელი თვითონ ირჩევს გამოიყენოს თუ არა ეს სერვისი.
იდეა წამოვიდა ჩემი რეალობიდან. ჩემი დიშვილების სახით წარმომიდგა არსებული გლობალური პრობლემა, რომელიც არამხოლოდ მათთვის არამედ სხვა ბავშვებისთვისაც მოგვარდეს.
პროექტი გამოსაყენებლად გამართულია, მზადაა ISO ფაილი - ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალითურთ.
პ.ს. ესეც საერთო გეგმის, 12 საათში განხორციელებული, მცირე ნაწილი.

Log in or sign up for Devpost to join the conversation.