ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა ისეთი რამ რაც აქტუალური იქნებოდა ყველასათვის. ამისათვის უნდა მიგვეგონო ისეთი მოთხოვნილება რაც ყველა ჩვენგანს გააჩნია. ასეთად მივიჩნიეთ ჩვენი სურვილები და ოცნებები. ყველა ადამიანს განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა თუ სარწმუნოებისა გააჩნია სურვილები და ოცნებები, რომლის ასრულებას ნებისმიერი ჩვენგანი მიზნათ ისახავს. ჩვენ შევეცადეთ დავხმარებოდით ყველას ვინც თავისი ოცნების ასრულებისაკენ მიისწრაფვის და შევქმენით გარემო რომელიც ყველა მიზანდასახულს მიცემს საშუალებას თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს.
ასევე საშუალება ეძლევათ ყველა ქველმოქმედს დაეხმარონ ხალხს ოცნებების ასრულებაში, რადგანაც ერთისთვის ოცნება შესაძლოა მეორესათვის ყოველდღიურობის ნაწილი იყოს.
DreamNet ის გარემო აძლევს ყველას საშუალებას გააზიაროს თავისი ოცნება თუ სურვილი და თქვას რა ამოძრავებს მას ამ მიზნისაკენ. ნებისმიერ ოცნებასა თუ სურვილს შესაძლოა გამოუჩნდეს ბევრი მხარდამჭერი, რომელიც მას დაეხმარება მისი ოცნება რეალობად აქციოს. ნებისმიერს შეეძლება რომელიმე ადამიანის ოცნება რეალობად აქციოს რის გამოც ის დიდ პატივისცემასა და მადლობას დაიმსახურებს ყველასაგან და ეს ყველაფერი DreamNet ზეც აისახება. ასევე საშუალება ეძლევათ კომპანიებს გამოავლინონ საკუთარი ქველმოქმედების სურვილი.
DreamNet ი შევქმენით ვებ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით და გამოვიყენეთ შემდეგი ტექნოლოგიები: JavaScript, PHP, HTML, CSS, BootStrap, MySQL და Ajax ი.
სირთულე რომელსაც ჩვენ წავაწყდით იყო სამომხმარებლო ინტერფეისის სიმარტივე. რადგანაც ჩვენ DreamNet ი გათვლილი გვაქვს ყველასათვის, საჭირო იყო ინტერფეისი, რომელშიც მარტივად გაერკვეოდა ყველა. ამჟამად DreamNet ი რეკონსტრუქციის ქვეშაა და ვგეგმავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ჩვენ ვამაყობთ იმით რომ საკმაოდ მცირე დროში და გარკვეული პრობლემების გათვალისწინებით ჩვენ მაინც შევძელით ამ იდეის გახორციელება.
ჩვენ მივიღეთ გამოცდილება გუნდურ მუშაობაში, მცირე დროში პრობლემების აღმოფხვრასა და მოგვარებაში. ასევე მივიღეთ გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთმანეთთან გაერთიანებაში.
ჩვენ გვჯერა რომ DreamNet ი დიდი პროექტის დასაწყისია და ამჟამად სრული იდეის მხოლოდ 10% ია განხორციელებული. ვგეგმავთ DreamNet ის სრულ რეორგანიზაციას და გაფართოებას. გარდა დიდი ოცნებისა რომელიც ადამიანს ცხოვრებაში შესაძლოა მხოლოდ ერთი გააჩნდეს ასევე არსებობს მცირედი სურვილებიც. ამიტომ ვგეგმავთ დავამატოთ DreamNet ს ცალკე განყოფილებებიც, სადაც სხვადასხვა პროფესიის ხალხს (პროგრამისტებს, ექიმებს, დიზაინერებს, ეკონომისტებს და ა.შ) მიიღონ და გაცენ დახმარება. მაგალითად პროგრამისტებს შეეძლებათ გაუცვალონ ერთმანეთს სხვადასხვა კოდები ან დაეხმარონ დამწყებებს რაიმე პრობლემის გადაჭრაში, ექიმებს შეეძლებათ გაუცვალონ ერთმანეთს ძვირადღირებული სამედიცინო წიგნები და ა.შ.

Log in or sign up for Devpost to join the conversation.