ჰიპერმარკეტებში კალათების "თრევისგან" გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კალათა ,რომელიც თავისით შეძლებდა გადაადგილებას და გამოყოლას. ჰაკათონისთვის შევქმენით მინი-პროტოტიპი, პატარა მანქანის სახით , რომელსაც შეუძლია წაყვეს "მომხმარებელს" (უახლოეს ობიექტს) და დაიჭიროს გარკვეული დისტანცია . ასევე, უკან იხევს ზედმეტად მიახლოების შემთხვევაში. არსებული პროტოტიპი სამიზნის აღმოჩენისთვის იყენებს ულტრაბგერით სენსორებს. სიზუსტის გასაზრდელად შესაძლებელია ინფრაწითელი კამერის დამატება, რომელიც დაინახავს მხოლოდ "პატრონს", თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ეს არ გამოგვიყენებია, რადგან გადავწყვიტეთ მხოლოდ "არდუინოს" პროცესორის გამოყენება, რომელიც საკმაოდ ნელია იმისთვის, რომ სურათი დაამუშაოს საკმარისად სწრაფად. საბოლოო(ჰიპერმარკეტის) ვერსიაში ვფიქრობთ რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას: კალათა შეძლებს, წაიკითხოს შტრიხკოდი და ფასი გამოთვალოს სალაროსთან მისვლამდე და ეს ააჩქარებს სალაროს მომსახურებას, რაც შეამცირებს, ან თავიდან აგვარიდებს რიგებს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ნავიგაციაც: დაემატება გადამცემები, რომლებითაც გავიგებთ კალათების მდებარეობას და ეს გადაეცემა მთავარ კომპიუტერს, რომელსაც ექნება მაღაზიის დინამიური "navmesh"-ი და პასუხისმგებელი იქნება კალათების გადაადგილებაზე. ეს უკვე შესაძლებელს გახდის, კალათამ "მიაკითხოს პატრონს", მაშინაც კი, როდესაც ის ჰიპერმარკეტის მეორე ბოლოშია. ასევე ამ სისტემას ბევრი სხვა გამოყენებაც შეგვიძლია მოვუძებნოთ. მაგალითად ჩემოდნები, რომლებიც აეროპორტში დამოუკიდებლად მოგყვებიან , ასევე შესაძლებელია ამ სისტემის საავადმყოფოებში დანერგვა სხვადასხვა დანიშნულებით. P.S. ასევე შეიძლება იყოს ერთგული ძაღლიც :)))

Built With

  • arduino
  • c++
  • dc-dc-converter
  • dc-motor
  • dc-motor-controller
  • li-po
  • rgb
  • servo
  • uln2003
  • ultrasonic-sensor
Share this project:

Updates