MidaS არის თამაში, რომელშიც ხარ მეფე მიდასი, ვინც ბერძნული მითოლოგგის მიხედვით, ღმერთებს შესთხოვა ძალა რომელიც საშუალებას მისცემდა რომ ყველაფერი რასაც შეეხებოდა, ოქროდ გადაქცეულიყო. ღმერთებმა როდესაც მას ეს სურვილი აუსრულეს, რამდენიმე დღეში იგი გაგიჟდა, რადგან მისი ახალი ძალის გამო მას ჭამა არ შეეძლო, თუმცა ზოგი ხალხი ფიქრობდა რომ მას საჭმელი არ ანაღვლებდა, არამედ, იგი დამწუხრებული იყო იმისგან, რომ მას მისი ცოლის, დედოფლის შეხება აღარ შეეძლო. მეფე მიდასი სანამ მოკვდებოდა შიმშილისგან, მან სიზმარი ნახა, სადაც არსებობდა წმინდა წყალი, რომელიც მას ამ უკვე წყევლად ქცეულ ძალას მოაშორებდა და მას კვლავ შეეძლებოდა თავის სიყვარულთან ერთად ყოფნა. თამაშში უნდა ეცადოთ რომ ეს წყალი დალიოთ და შემდგომ მიხვიდეთ თქვენ დედოფალთან. თუ ისე მიხვალთ რომ არ მოიშორებთ ამ წყევლას, დედოფალი ოქროდ გადაიქცევა და წააგებთ. თამაში დამზადებულია Unity ში C#-ზე. თამაში მუშაობს Linux ზე, Mac ზე და Windows ზე(Xbox ზეც შესაძლებელია თამაში, თუმცა ამისთვის ფასიანი Unity არის საჭირო). Xbox ის კონტროლერია რეკომენდირებული სათამაშოდ. კონტროლები : კომპიუტერზე : მოძრაობა - ისრებით, ტურის რესტარტი - R, ახტომა - Space, თამაშის გათიშვა - Escape; Xbox ჯოისტიკზე - ტურის რესტარტი - X, ახტომა - A, მოძრაობა - Left analog. თამაშის დაწყებისას 20 წამი უნდა დაიცადოთ, რადგან ყველაფერი რაც ეკრანზე წერია წაიკითხოთ.

Built With

Share this project:

Updates