როცა არ ვიცით რისი გაკეთება შეგვიძლია ხელთ არსებული პროდუქტებით გამოსავალს რეცეპტების წიგნში ვეძებთ. ეს დიდ დროს მოითხოვს. დავიწყეთ კითხვა,მოგვეწონა კერძი, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ საჭირო ინგრედიენტები არ გვქონია. დავრჩით მშიერი. რეცეპტი არ გვაძლევს ინგრედიენტის ამორჩევის შესაძლებლობას, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პროდუქტებით რაც მითითებულია, ხოლო თუ გვეცოდინება რა გვაქვს შინ, თავილუფლად შეიძლება შესაბამისი რეცეტის არჩევა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი აპლიკაცია - ვაკონტროლოთ რეცეპტები და არა პირიქით - რეცეპტებმა გვაკონტროლონ ჩვენ. ჩვენი აპლიკაციით მომხმარებელი შეძლებს სახლში არსებული პროდუქტების მონაცემთა ბაზაში შეყვანას . შემდეგ კი პროგრამა ეტყვის თუ რა კერძის გაკეთება შეუძლია , დაუხარისხებს კატეგორიების მიხედვით და მიაწვდის რეცეპტს. დაწერილი გვაქვს კონსოლში მომუშავე კოდი. power point-ში გაკეთებულია აპლიკაციის შესაძლო ინტერფეისი და დიზაინი.
Log in or sign up for Devpost to join the conversation.