Inspiration

ალბათ ყველას გქონიათ ის მომენტი, როდესაც სახლში მეგობრეთან ერთად იმყოფებით და უყურებთ ან უსმენთ სხვადასხვა საინტერესო და სასიამოვნო მომენტებს და ამავდროულად დისკომფორტს განიჭებთ ის ფაქტი, რომ გიწევთ ადგეთ, მიხვიდეთ კომპიუტერთან და ჩართოთ ან გადაახვიოთ სასურველი ფაილი, ბევრს გქონიათ მომენტი როდესაც ფართო აუდიტორიის წინაშე დგახართ პრეზენტაციის წარსადგენად და საჭირო მომენტში გიწევთ კომპიუტერთან მისვლა და სასურველ სლაიდზე გადართვა ან სასურველი მონაკვეთს აღნიშვნა მარკერით მიმდინარე სლაიდზე - რამაც შეიძლება დისკომფორტი მოგანიჭოთ. გთავაზობთ საშუალებას რომლითაც ეს და სხვა მსგავსი პრობლემები გადაწყვეტილი იქნება - აპლიკაციას, რომელის თქვენს პორტატულ მოწყობილობაზე დაინსტალირების შემდეგ - იქნება ეს სმარტფონი თუ პლანშეტი - გეძლევათ შესაძლებლობა მართოთ კომპიუტერი, აწარმოოთ ფაილების მენეჯმენტი და ჩაატაროთ სხვადასხვა მანიპულაციები პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან

What it does

ამყარებს უსწრაფეს ორმხრივ კავშირს კომპიუტერსა და სმარტფონს/ტელეფონს შორის, რაც სმარტფონის მომხმარებელს აძლევს შეისაძლებლობას მისი მეშვეობით აწარმოოს დაკავშირებული კომპიუტერის სრული მართვა - ვირტუალური კლავიატურისა და თაჩპადის მეშვეობით, გარდა ამისა პრეზენტაციების მართვა და კომპიუტერის ფაილების მენეჯმენტი პირდაპირ სმარტფონში.

How we built it

პროგრამა მოიცავს ორ მხარეს - სერვერის მხარე - რომელიც ყენდება კომპიუტერზე და იძლევა მასთან დაკავშირების შესაძლებლობას და კლიენტის მხარეს რომელიც ინსტალირდება ანდროიდ სმარტფონზე/პლანშეტზე და ვებსოკეტების საშუალებით უკავშირდება კომპიუტერს.

Challenges we ran into

ვინაიდან საქმე ეხება ისეთი რაოდენობის ინფორმაციას როდესაც სმარტფონზე ყოველი მოქმედების შესრულებისას (აპლიკაციის მიდამოში) - იქნება ეს ვირტუალურ თაჩპადზე თითის გასმა თუ ფაილის გადმოწერა კომპიუტერიდან - მთავარ პრობლემა გახდაკომპიუტერსა და სმარტფონს შორის იმდენად სწრაფი კავშირის დამყარება რათა მაქსიმალურად შეუფერხებლად და სწრაფად წარმოებულიყო ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმოცვლა მათ შორის.

Accomplishments that we're proud of

ჩვენ დავამყარეთ უსწრაფესი კავშირი PC-სა და სმარტფონს შორის ყოველგვარი შუამავალი სერვერის გარეშე - კლიენტი (სმარტფონი) კომპიუტერს უკავშირდება როგორც სერვერს და აწარმოებს მისი როგორც კლიენტის მართვას. ასეთმა მოდელმა საშუალება მოგვცა გვეწარმოებინა უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის მიმოცვლა მაქსიმალურად სწრაფად. შევქმენით მარტივი და კომპაქტური ინტერფეისი, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი გამხდარიყო თქვენი მობილური მოწყობილობის მეშვეობით კომპიუტერის მართვა და სხვადასხვა ოპერაციების შესრულება.

What we learned

ჩვენ მივიღეთ უდიდესი გამოცდილება ჯგუფური მუშაობის მხრივ. ასევე გავიღრმავეთ ცოდნა სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში.

What's next for Remote PC Controller

ვგეგმავთ ვიდეო/აუდიო სტრიმინგის დამატებას სმარტფონიდან კომპიუტერში, აგრეთვე პირველი კავშირის შემდეგ - მონაცემების დამახსოვრებისა და შემდგომში ავტომატური დაკავშირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

Share this project:

Updates