შთაგონება
პროექტის იდეა გუნდის ერთ-ერთ წევრს დაებადა მაშინ როცა წვალობდა ტრეილერის გასწრებას
რას აკეთებს
SafeRoad არის სისტემა რომელიც ეხმარება მძღოლებს უსაფრთხოდ გადასწრებაში, უფრო სწორად სარისკო მცდელობებისგან თავის აცილებაში. ორმხრივ ტრასაზე ხშირად მოხვდებით ისეთ სიტუაციაში, როცა თქვენ წინ ძალიან დიდი და ნელი მანქანა მიდის, ამ დროს ყველა იმაზეა კონცენტრირებული თუ როგორ ჩამოიშოროს გზიდან მოსაბეზრებელი მეგზური. ეს კი ხშირად ხდება სარისკო გასწრებების მიზეზი. უმეტესად მძღოლები ვერ ხედავენ საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანების მათ პირდაპირ მდგომის გამო და ხშირად უწევთ გასასწრებად ბრმა რისკზე წასვლა. SAFEROAD არის ძალიან მარტივი და იაფი გამოსავალი ამ პრობლემიდან. გზის გასწვრივ მონტაჟდება სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ ორმხრივ ტრასაზე მოძრავი მანქანის მდებარეობას და სიჩქარეს, აწვდიან ამ ინფორმაციას სერვერს რომელიც განსაზღვრავს ამ მანქანის შექმნილ საშიშროების ზონას და ამ ინფორმაციას სხვა მძღოლებს აცნობს გზის ამ ნაწილის გასწვრივ ციმციმა განათების გამოყენებით. შესაბამისად ნებისმიერ მძღოლს ეცოდინება უსაფრთხოა თუ არა მის წინ მდგარი უზარმაზარი "ტრაილერის" გადასწრება.....
კეთების პროცესი.
თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდოდა პროექტის ცალმხრივად განვითარება. გუნდს უნდა ემუშავა როგორც Software ასევე hardware მიმართულებით. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა Saferoad გზის ნაწილის მაკეტი რომლის ქცევა იქნებოდა გაკონტროლებული სარვერის მიერ. თუმცა მაკეტის კეთებაშ არ გაგვიმართლა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი მანძილის სენსორები იდენტურ სიხშირეზე ოპერირებენ, რის გამოც მათი ერთდროულად გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდა . ყველა სენსორი ცალ-ცალკე სწორად მუშაობდა, მაგრამ ერთად გამართულად ვერ ფუნქციონირებდნენ. სამწუხაროდ ამის გამო ჩვენი დემონსტრაცია პრაქტიკულად ჩაიშალა და ძალიან მწირი დარჩა. ამ ხარვეზის მიუხედავად მაინც გვაქვს Hack Tbilisi-ზე მონაწილეობით ჩვენი თავით კმაყოფილების საბაბი, რადგან პროგრამული ნაწილი იდეალურად მუშაობს და მზად არის ფართო ექსპლუატაციისათვის. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება raspberry pi-სთან მუშაობის და პრაქტიკული ელექტორინჟინერიის უნარები საგრძნობლად გავიუმჯობესეთ.
SAFEROAD-ის მომავალი
არავითარ შემთხევაში არ მივატოვებთ ამ პროექტის პრაქტიკულად განხორციელების იდეას. ვეცდებით, რომ ამჯერად სისტემისათვის უფრო ოპტიმალური დანადგარები შევქმნათ ან შევიძნოთ და ასე დავასრულოთ პროექტი. მოვა დრო და თქვენი შვილთაშვილის სიცოცხლეს SAFEROAD გადაარჩენს...


Log in or sign up for Devpost to join the conversation.